Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა, არსენალთან გუნდის მიერ გაშვებული მეორე გოლის ბრალეულობა საკუთარ თავზე აიღო.
„რთული დღეა. მეორე გაშვებულ გოლზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ეს მატჩის გადამწყვეტი მომენტი გამოდგა. უკეთ უნდა მეთამაშა და უფრო გონებრივი გადაწყვეტილება მიმეღო.
ეს გუნდისთვისაც მტკივნეულია და განსაკუთრებით პირადად ჩემთვისაც. შესვენების შემდეგ კარგად გამოვიყურებოდით, შანსები გვქონდა. ვდომინირებდით, ატმოსფერო კი ნერვული რჩებოდა.
გადამწყვეტი მომენტი ჩემს კისერზეა. ბურთი უბრალოდ უნდა მომეგერიებინა. ფეხბურთში ხდება ასეც, რომ წამის მეასედში არასწორ გადაწყვეტილებას იღებ. მსგავსი რამ ჩემს კარიერაში არც ისე ხშირად მომხდარა, მაგრამ ადვილი გადასატანი არ არის.
საბოლოოდ, გამოვიტან აქედან დასკვნებს და გამოვასწორებ. პასუხისმგებლობას კი დღეს საკუთარ თავზე ვიღებ.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
21 საათის წინ
2 დღის წინ