Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვერდერთან სენსაციური მარცხის (0:1) შემდეგ, ბაიერნის მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, საკუთარი გუნდის თამაში გააკრიტიკა.
„აშკარაა, რომ დღეს რაც ვაჩვენეთ საკმარისი არ არის. 70-ზე მეტი წუთის მანძილზე საერთოდ არ მქონდა შეგრძნება, რომ მოგებას ვცდილობდით, მხოლოდ ბოლო 20 წუთში დავინახე რაღაც მიახლოვებული.
პირველ ტაიმში ძალიან ცოტას ვმოძრაობდით, ბურთს ხშირად ვკარგავდით, ბევრი კონტრშეტევა გაგვეპარა, ორთაბრძოლებსაც არასათანადოდ ვუდგებოდით. მარცხი დამსახურებულია, კარგი თამაშის 20 წუთი საკმარისი ნამდვილად არ არის.
ვთამაშობდიტ ისე, თითქოს ბუნდესლიგაში 10-ქულიანი უპირატესობით ვლიდერობთ, სამშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველოდება. არადა, ლევერკუზენის მატჩის შედეგიდან გამომდინარე, სრულიად სხვანაირი შთაბეჭდილება უნდა დაგვეტოვებინა.
არ მინდა ვინმეს გადავაბრალო, მაგრამ გამოსავალი მოსაძებნია და ეს მე უნდა გავაკეთო. ეს ჩვენი ამბიციების ზღვარი არ არის.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
კომენტარები
6 დღის წინ
20 საათის წინ