Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი იტყობინება, ალფონსო დევისის ბაიერნში დარჩება გაცილებით რეალური გახდა.
კადანელს ბავარიასთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება და მხარეებს შორის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დიდი ხნის მანძილზე გაჩერებული იყო.
სიტუაციით ისარგებლა მადრიდის რეალმა, რომელმაც ალფონსოს გადაბირება 2024-ს ზაფხულში გადაწყვიტა, როცა ბაიერნი იძულებული იქნებოდა გაეყიდა ფეხბურთელი, რათა ერთი წლის შემდეგ უფასოდ არ დაეკარგა.
თუმცა, როგორც ზემოთხსენებული ჟურნალისტი იტყობინება, დევისმა ბაიერნისგან რეალზე გაცილებით კარგი შეთავაზება მიიღო და თუ სიტუაცია უახლოეს პერიოდში მოულოდნელად არ შეიცვლება, ამჟამინდელი სიტუაცია მიასწავლის იმას, რომ ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდთან გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას.
კომენტარები