Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსში მასიმილიანო ალეგრის მუშაობით უკმაყოფილოები არიან.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სეზონის დასრულებამდე იტალიელის გაშვება ნაკლებად სავარაუდოა. ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს იმის მიხედვით, მოიპოვებს თუ არა იუვე ჩემპიონთა ლიგის საგზურს.
თუ ბიანკონერი ოთხეულში ვერ შევა, მაშინ მაქსს დაემშვიდობებიან. მის შემცვლელად უფროსობა ბოლონიას ამჟამინდელ თავკაცს, ტიაგო მოტას განიხილავს, რომელიც ამჟამად თავადაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება და მესამე ადგილს ორი ქულით ჩამორჩება.
ალეგრის იუვენტუსთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
კომენტარები
იუვენტუსმა კოსტიჩი თურქეთში გაუშვა
ფეხბურთი