Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენში სპეციალური გეგმა აქვთ შემუშავებული, იმ შემთხვევისთვის, თუ კილიან მბაპე გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს.
რეალი ფრანგი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ყველა მხარე მბაპესგან საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ელოდება - საგა არ უნდა გაიწელოს ივნისამდე ან ივლისამდე.
მიუხედავად პრესაში გავრცლებული ინფორმაციის, თითქოს მბაპემ რეალთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, პსჟ-ს და კლუბის პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფის ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღია.
თუმცა, პარიზულ კლუბში უკვე ემზადებიან მბაპეს შესაძლო წასვლისთვის და თუ ასეც მოხდა, ზაფხულში სამი პოზიციის გაძლიერებას შეეცდებიან: ცენტრალური მცველის, ცენტრალური ნახევარმცველის და თავდამსხმელის.
კომენტარები
22 საათის წინ
3 დღის წინ
4 დღის წინ
1 დღის წინ