Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენი კილიან მბაპეს შემცვლელად ვიქტორ ოსიმენს განიხილავს.
როგორც იწერება, ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კარიერის მადრიდის რეალში გაგრძელება გადაწყვიტა და პსჟ-დან წასვლის გადაწყვეტილებას სულ მალე გამოაცხადებს.
ჟურნალისტ ადრიენ გრენიეს ინფორმაციით, ზაფხულში პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნაპოლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომლის მიმართ ინტერესს ჩელსიც იჩენს.
ოსიმენმა ახლახანს ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც მისი გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერა 130 მილიონი ევროს ოდენობით.
ნიგერიელმა ფორვარდმა ახლახანს დაადასტურა, რომ ამ სეზონს ნაპოლიში ჩაამთავრებს, თუმცა თავის მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და სეზონის ბოლოს გაგვანდობს.
კომენტარები
22 საათის წინ
3 დღის წინ
4 დღის წინ
1 დღის წინ