Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თქმით, ჩავის თავისით რომ არ გადაეწყვიტა წასვლა, ის მის გაშვებაზე არც ფიქრობდა.
„ჩავიმ მითხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ ის წავა. ამ საუბრის დროს ჩავი ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ აუცილებლად უნდა მომესმინა, მან დარჩენილ ერთწლიან კონტრაქტზეც უარი თქვა.
მე ვუპასუხე, რომ თუ მის დასატოვებლად შეკამათებაა საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მან მითხრა, რომ ზედმეტად დიდი ზეწოლის გადატანა უწევს. 30 ივნისამდე მისი დარჩენის იდეას მხოლოდ იმიტომ დავეთანხმე, რომ ეს ჩავია.
სეზონის პირველ ნახევარში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა, გასულ წელს კი ლა ლიგა და სუპერთასი მოიგო. ამ სეზონში კი, როცა დარწმუნებულები ვიყავით, რომ შემადგენლობა გავაძლიერეთ, ყველაფერი აირია. მე მის გაშვებაზე არასდროს არ მიფიქრია.“ - აღნიშნა კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა.
კომენტარები