Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავით კობოური კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
უიპეშტის ვებ-გვერდმა 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველი მცველი დინამო თბილისთან ერთად საქართველოს 4-გზის და სუპერ თასის 2-გზის გამარჯვებულია.
2022 წელს ის იჯარის წესით ჩეხურ კარვინაში ასპარეზობდა. კობოურს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს.
მოთამაშემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა.
უიპეშტი კი უნგრეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-9 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.
ამ გუნდში 2021-22 წლების სეზონში ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა.
კომენტარები
9 დღის წინ
9 დღის წინ
11 დღის წინ
15 დღის წინ