Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იურგენ კლოპი სვენ-გორან ერიქსონს, რომელსაც სიმსივნე აქვს, ოცნების ახდენაში დაეხმარება.
ცოტა ხნის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ სიმსივნე აქვს და დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია.
აღმოჩნდა, რომ შვედი სპეციალისტის კარიერული ოცნება ლივერპულის გაწვრთნა იყო.
კლოპმა კი ის თავის ოფისში მიიპატიჟა:
"მას შორიდან ვიცნობ, ერთმანეთს არასდროს შევხვედრილვართ.
პირველად გავიგე მისი ლივერპულისადმი სიყვარულისა და დაფასების შესახებ.
რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მას აქ სიამოვნებით მივიღებ. თუ ისურვებს, შეუძლია ჩემს ოფისში მოვიდეს და ჩემი ადგილი ერთი დღით დაიკავოს. არანაირი პრობლემა არაა. გუნდის მოედანზე გაყვანა უფრო რთული იქნება.
მას აუცილებლად ვაჩვენებთ თუ ეს მშვენიერი გუნდი წლების განმავლობაში როგორ განვითარდა. მოსვლის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ის აქ რამდენიმე სასიამოვნო საათს გაატარებს."
ერიქსონი 75 წლისაა. ის 2001-დან 2006 წლამდე ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ბენფიკას, რომას, ფიორენტინას, სამპდორიას, ლაციოს, მანჩესტერ სიტისა და კიდევ არაერთი გუნდის თავკაცი იყო.
კომენტარები