Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ლონდონის არსენალი ნოტინგემ ფორესტს ესტუმრა.
მატჩში ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა. ოლექსანდრ ზინჩენკოს ჩამოწოდებული აუტის შემდეგ გაბრიელ ჟესუსი საჯარიმოში შეიჭრა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან მეტოქის კარის აღება მოახერხა.
გოლიდან 7 წუთში სტუმრებმა თავიანთი უპირატესობა ორამდე გაზარდეს, ამჯერად ბრაზილიელმა შემტევმა საგოლე გადაცემა გააკეთა, გოლის ავტორი კი ბუკაიო საკა გახდა.
89-ე წუთზე ერთი ბურთი ტაივო ავონიმ გაქვითა, თუმცა მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
არსენალმა ამ გამარჯვებით პრემიერ ლიგის გასვლით შეხვედრებში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გაბრიელ ჟესუსი გახდა, რომელიც როცა პრემიერ ლიგაში გოლს იტანს, მისი გუნდი არ აგებს. ასეთი უკვე 60 შემთხვევა დაგროვდა.
ბუკაიო საკა კი უკვე ზედიზედ 2 სეზონია ყველა ტურნირზე 10+ გოლსა და 10+ საგოლე გადაცემას აგროვებს. არსენალის ფეხბურთელებიდან ბოლოს ეს ალექსის სანჩესმა მოახერხა. ჩილელმა ეს ზედიზედ 3 სეზონში, 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში, შეძლო.
არსენალი ამ მომენტისთვის 46 ქულით მე-2 ადგილზეა, თუმცა მდევარ მანჩესტერ სიტის, რომელსაც 3 ქულით ნაკლები აქვს, ორი მატჩი აქვს რეზერვში.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ