Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინდიან უელსის 1000-ქულიანი მასტერსის 1/2 ფინალურ ეტაპზე საინტერესო მატჩები შედგა.
პირველ წყვილში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი იანიკ სინერს დაუპირისპირდა. პირველი სეტი იტალიელმა მოიგო, თუმცა ესპანელმა შეძლო თამაშის მოტრიალება და მეტოქეს 3 სეტში სძლია (6-1, 3-6, 2-6).
იმავე სცენარით წარიმართა მეორე 1/2 ფინალური მატჩიც. ამერიკელმა ტომი პოლმა პირველ სეტში დანილ მედვედევთან იმარჯვა, თუმცა რუსმა შეხვედრა მაინც მოიგო (6-1, 6-7, 2-6).
შესაბამისად, ფინალში ალკარასი და მედვედევი გავიდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინდიან უელსზე შარშანდელი ფინალური შეხვედრის რემატჩი შედგება.
წინა წელს ესპანელმა რუსი 2 სეტში დაამარცხა და მასტერსის ჩემპიონი გახდა.
ფინალი 18 მარტს 01:00-ზე გაიმართება.
კომენტარები
US Open-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს
ჩოგბურთი
US Open 2024 გადამწყვეტ ფაზაში შედის
ჩოგბურთი