Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ნაკრების 2023 წლის საუკეთესო მოთამაშედ დიდი უპირატესობით ემრე ჯანი აირჩიეს.
დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველმა გასულ წელს ნაკრებში ჰანსი ფლიკის მეთაურობით 6 მატჩი ჩაატარა და როგორც 6 ნომერზე ისე ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა. ჯანმა გულშემატკივართა ხმების 64.6% დაიმსახურა, რაც დაახლოებით 50 ათას ხმამდეა.
დორტმუნდში მისი თანაგუნდელი ნიკლას ფიულკრუგი 11.7%-ით მე-2 ადგილზე გავიდა. თავდამსხმელმა ნაკრებში 2023 წელს 7 მატჩი ჩაატარა.
2022 წელს ამავე ნომინაციის გამარჯვებული ჯამალ მუსიალა ამჯერად მხოლოდ მე-3 ადგილს ხმათა 9.4%-ით დასჯერდა.
კომენტარები
ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ფეხბურთი