Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ლივერპულმა ენფილდზე ლონდონის ჩელსის უმასპინძლა.
მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. კონორ ბრედლის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი დიოგო ჟოტამ აიღო, 39-ე წუთზე უკვე თავად 20 წლის ბრედლიმ შეძლო გოლის გატანა და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს სამბურთიანი სხვაობის დაფიქსირება დარვინ ნუნიესს შეეძლო, თუმცა ურუგვაელმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მესამე გოლი ლივერპულმა მაინც გაიტანა, ოღონდ 65-ე წუთზე, საგოლე კომბინაციაში კვლავ მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდა ჩრდილო ირლანდიელმა ბრედლიმ, რომელმაც გადაცემა დომინიკ სობოსლაის გაუკეთა.
71-ე წუთზე ჩელსის თამაშში დაბრუნება კრისტოფერ ნკუნკუმ სცადა და ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ამ გოლიდან 8 წუთში ლუის დიასმა ლურჯები დაამწუხრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4-1.
მატჩის გმირი ცალსახად კონორ ბრედლი გახდა, რომელმაც 3 გოლში მიიღო მონაწილეობა. 20 წლის ჩრდილო ირლანდიელს ბოლო 4 შეხვედრაში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მან 2 ასისტი ნორვიჩთან გააკეთა, ერთიც - ბორნმუთთან. კლოპმა მოთამაშე 68-ე წუთზე ალექსანდერ-არნოლდით შეცვალა, გულშემატკივრებმა კი მარჯვენა მცველი ოვაციებით გააცილეს.
მერსისაიდელებმა ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვეს და მდევარ მანჩესტერ სიტისა და არსენალს 6 ქულით უსწრებენ, თუმცა სიტის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კომენტარები
2 დღის წინ
2 დღის წინ
17 საათის წინ
2 დღის წინ