Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუკა დონჩიჩმა ატლანტა ჰოუქსთან ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
სლოვენიელმა 44 წუთში 73 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, დალასმა კი ატლანტა 143-148 დაამარცხა.
— Luka Doncic (@luka7doncic) January 27, 2024
ლუკა გახდა NBA-ს ისტორიაში მე-4 მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში 73+ ქულა ჩააგდო, აქამდე ეს უილტ ჩემბერლენმა (2-ჯერ), კობი ბრაიანტმა და დევიდ ტომპსონმა შეძლეს.
დალასის ლიდერი 75%-ით ისროდა, რითიც პირველი გახდა, რომელმაც 70+ ქულა ამ სიზუსტით ჩააგდო.
საინტერესოა, რომ NBA-ს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ერთ კვირაში ორი 70+ ქულიანი პერფორმანსი დაფიქსირდა. ჯოელ ემბიდმა 4 დღის წინ სან ანტონიოს 70 ქულა ჩაუგდო, დღეს კი დონჩიჩის პერფორმანსი ვიხილეთ. აქამდე ყველაზე მცირე დაშორება ასეთ მატჩებს შორის 13 დღე იყო, როცა 1962 წელს უილტ ჩემბერლენმა ორკვირიან შუალედში შეძლო ორი ასეთი შეხვედრის ჩატარება.
კომენტარები
ოლიმპიური მედროშე NBA-ს 3 მოთამაშე იქნება
კალათბურთი
დურანტი პსჟ-ს აქციონერი ხდება
ფეხბურთი