Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის საბრძოლო ღამის მთავარ ბრძოლაში რომან დოლიძე ნასურდინ იმავოვთან დამარცხდა.
საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლმა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო (49-44, 47-47,48-46).
მე-4 რაუნდში რუსეთში დაბადებულმა ათლეტმა დოლიძეს აკრძალული დარტყმა გაუტარა, თუმცა მას ამისთვის მხოლოდ ქულა დააკლდა.
რომანს მეტი აქტიურობის შემთხვევაში შეეძლო დაპირისპირებაში ფრე დაეფიქსირებინა.
ქართველების მორიგ ბრძოლებს UFC-ში 18 თებერვალს ვიხილავთ, მერაბ დვალიშილი ჰენრი სეხუდოს, ილია თოფურია კი ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.
კომენტარები