Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურში რომა საკუთარ კედლებში ინტერთან დამარცხდა.
შეხვედრა სტადიონ ოლიმპიკოზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებთ 4:2 დასრულდა.
მე-17 წუთზე ანგარიში აჩერბიმ გახსნა, თუმცა მანჩინის (28’) და ელ შაარავის (44’) გოლებით რომაელებმა პირველი ტაიმი დამსახურებლად მოიგეს.
თუმცა, შესვენების შემდეგ ინძაგის გუნდმა ძალები მოიკრიბა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - 49-ზე ტურამმა ანგარიში გაათანაბრა, 56-ზე კი ანხელინომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
წერტილი 90+3 წუთზე ბასტონიმ დასვა და ინტერს მორიგი გამარჯვება მოუტანა, დანიელე დე როსიმ კი რომას სათავეში პირველი მატჩი ღირსეულად წააგო.
ამ გამარჯვებით ინტერმა 60 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ იუვენტუსს 7 ქულით გაასწრო, რომა კი 38 ქულით მე-5 ადგილზეა.
კომენტარები
სმოლინგი საუდის არაბეთში ითამაშებს
ფეხბურთი