Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
8 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა იტურალდე გონსალესმა, რეალი - ალმერიას მატჩის მსაჯობაზე ისაუბრა.
21-ე წუთში ანჩელოტის გუნდმა ბოლოადგილოსან ალმერიას 0:2-დან დაუქამბექა და 3:2 მოუგო.
პენალტი ალმერიას კარში
„პენალტი არ ყოფილა - ჩემი აზრით, ხელით თამაშამდე წესებს რუდიგერი ედგარ გონსალესზე არღვევდა. რეალის ფეხბურთელი ალმერიას მცველს ახტება და ხელებს ალაგებს. აქ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.“
სერხიო არიბასის გაუქმებული გოლი
ჯარიმა სწორად დაინიშნა. გოლი გაუქმდა, იმიტომ რომ ასეთი კონტაქტების შემდეგ მსაჯი უსტვენს ხოლმე. ლოპი ბურთზე იბრძვის და მეტოქეს სახეში ხელს ურტყამს. მოგწონთ ეს თუ არა, მაგრმა ჯარიმა იყო.
ვინისიუსის გოლი
ამ ეპიზოდზე უფრო მეტი ეჭვი მაქვს, ვიდრე დარწმუნება. მე უფრო ხელით თამაშს ვხედავ, ვიდრე მხრით, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი. აშკარაა, რომ VAR-ის ვერდიქტი ცალსახად მცდარი არ არის.
ამ მომენტებიდან მხოლოდ პირველის და მესამეს გასაჩივრება შეიძლება, მეორესი - არა. უნდა დავყოთ, რა გვინდა ჩვენ და რას ამბობს ტექნიკური კომიტეტი.“ - აღნიშნა ყოფილმა არბიტრმა Cadena SER-ის ეთერში.
კომენტარები