Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ წილისყრაზე, უეფამ კრიშტიანუ რონალდუ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოთი დაასაჩუქრა.
პორტუგალიელს ამ ტურნირზე 183 მატჩი დაუგროვდა და მან 140 გოლის გატანა შეძლო, მის უახლოეს მდევარ ლეო მესის 129 გოლი აქვს გატანილი.
დაჯილდოვების ცერემონიაზე, რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება არ გამორიცხა:
„ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და აქ ყოფნა მსიამოვნებს. მადლობა ამ დიდებული ჯილდოსთვის, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ხომ იცით, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მაღლა დგას.
ჩემი რეკორდი თვითონვე ამბობს ყველაფერს, მაგრამ მე ახლა უფრო ამ ტურნირზე მონაწილეობის სიამოვნებაზე ვლაპარაკობ. ეს უდიდესი მოტივაციაა.
ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება? ფეხბურთში არასდროს არ იცი, რა მოხდება. ვნახოთ, მომავალი რას გვიმზადებს.“ - აღნიშნა რონალდუმ.
რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, კრიშტიანუმ აღიარა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებას საუდის არაბეთის ალ ნასრში აპირებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები