მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში ბორდომ დუნკერკს უმასპინძლა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.
შეხვედრა ბორდოს გამარჯვებით 2-0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, კერძოდ 46-ე წუთზე, თავი ქართველმა შემტევმა გამოიჩინა. ზურიკომ ჯერ მცველს მოუგო პოზიცია და ორთაბრძოლა და შემდეგ მეკარეს აჯობა ლამაზ სტილში. დავითაშვილმა თავისი გოლით ბორდოს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა და საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა. მან Sofascore-ის ვერსიით 7.6 შეფასება დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრების წევრი საოცარ ფორმაშია. მისთვის ეს ბოლო 5 მატჩში მე-6 საგოლე მოქმედება იყო (3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა).
ჯამში კი ზურიკოს ანგარიშზე ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 6 ასისტია.
რაც შეეხება ბორდოს, გუნდი 44 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას უკვე 8 ქულით უსწრებს. ამდენივეა სხვაობა ლიგა 1-ში ასასვლელ პლეიოფთან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 დღის წინ
1 დღის წინ
8 დღის წინ
4 დღის წინ