მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფამ ესპანურ ჟირონას 2024/25 სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის პირობები დაუსახელა.
კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხეულში ადგილი ერთი კვირის წინ გაინაღდა.
უეფას რეგლამენტის თანახმად, თუ ერთი მფლობელის ორი კლუბი მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლებას, ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ ის გუნდი შეძლებს, რომელმაც შიდა ჩემპიონატში უფრო მაღალი ადგილი დაიკავა. თუ გუნდები ერთნაირ პოზიციებზე დაასრულებენ სეზონს, საგზურს მოიპოვებს ის, ვისაც უეფას საკლუბო რეიტინგში უფრო მაღალი პოზიცია უკავია.
AS-ის ინფორმაციით, უეფამ ჟირონას და მან სიტის გაუგზავნა საბუთი, რომელიც პრობლემის აღმოფხვრის სხვადასხვა გზებს სთავაზობს. ერთ-ერთი ვარიანტი მდგომარეობს იმაში, რომ City Football Group-მა ჟირონას აქციების წილი გაყიდოს იმდენად, რომ 30 ან ნაკლები პროცენტის მფლობელი იყოს. ამ მომენტისთვის, კომპანია ესპანური კლუბის 47%-ს ფლობს. ასეთი სისტემა ადრე გამოიყენეს მილანმა და ტულუზამ, რომელთა აქციებს RedBird Capital ფლობს.
მეორე ვარიანტი ითვალისწინებს ჟირონას მთლიანი აქციების უეფას მიერ დანიშნულ სანდო მმართველობაში გადაცემას.
საბოლოოდ, ჟირონამ 3 ივნისამდე უნდა დაუმტკიცოს უეფას, რომ არსებობა და ფუნქციონირება მან სიტისგან დამოუკიდებლად შეუძლია, იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. გარდა ამისა, ინგლისურ და ესპანურ კლუბებს ერთმანეთში ტრანსფერების და იჯარების შესრულება 2025 წლის სექტემბრამდე არ შეეძლებათ.
კატალონიელებს ასევე ესაჭიროებათ ცვლილებების შეტანა დირექტორთა საბჭოშიც, რათა გამოირიცხოს ისეთი ადამიანების მუშაობა, რომლებიც გადაწყვეტილებებს ორივე კლუბში იღებენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
3 დღის წინ
4 დღის წინ
2 დღის წინ
24 საათის წინ