სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
27 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ საფრანგეთის იტალიასთან ერთა ლიგაზე განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ, დიდიე დეშამი გააკრიტიკა.
„დეშამი წარმატებას ყოველთვის გუნდის კარგი მართვის ხარჯზე აღწევდა. დღეს მისი სიტყვები გაცვეთილია, მისი აღარავის სჯერა.
გუნდი ახლდება და ამიერიდან კიდევ უფრო რთული იქნება. ის ვეღარ აკონტროლებს შემადგენლობას, მისი მეთოდები მძველებულია და ვარჯიშები ახალ ფეხბურთელებს ვეღარ ერგება.
ვიცოდით, რომ ეს ისტორიის დასასრული იქნებოდა და მწვრთნელის შეცვლა გვესაჭიროება, მაგრამ მას წასვლა არ უნდოდა. ის გუნდის წვრთნას გააგრძელებს, არადა ზიდანი მზად იყო მოსასვლელად. სამწუხაროა, რომ მასთან ერთად მოგვიწევს ბოლომდე დარჩენა.
რა დავინახეთ იტალიასთან მატჩში? თავიდან, შემადგენლობის დანახვისას, ამ გუნდის დავიჯერეთ. პირველი ხუთი წუთი მეგონა, რომ ძველი მბაპე დავიბრუნეთ. მაგრამ, ასე მხოლოდ 5 წუთი ვფიქრობდი, შემდეგ კი იტალიამ თავისი თამაში მოგვახვია თავს.
იტალიას ხარისხიანი გუნდი გგყავს, მაგრამ დეშამმა წასვლა ძალიან დააგვიანა. გუნდი მის გვერდით აღარ დგას, მისი მოწოდებები მოძველდა, ის დაიღალა, ვარჯიშები სხვა დონეზე ტარდება. ეს გუნდი დაიღალა, ჩვენ ლურჯების კატასტროფული გამოსვლა ვიხილეთ." - აღნიშნა ფრანგმა ჟურნალისტმა.
დეშამი ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნის, მისი კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდეა გათვლილი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები