Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ ამერიკულ და მსოფლიო ფეხბურთში დიდი ტრაგედია მოხდა.
ურუგვაელი ფეხბურთელი ხუან ისკიერდო 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც კოპა ლიბერტადორესის მატჩში მოედანზე ცუდად გახდა და უგონოდ დაეცა.
შემთხვევა 22 აგვისტოს ბრაზილიაში ადგილობრივი სან პაულოსა და ურუგვაული ნასიონალის მატჩისას მოხდა ესტადიო დო მორუმბიზე.
ისკიერდოს გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე არითმია გახდა. ის 6 დღის განმავლობაში ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ურუგვაელის გარდაცვალებას მსოფლიოს გარშემო ბევრი კლუბი და ფეხბურთელი უკვე გამოეხმაურა - ისკიერდო თავის დროზე ლუის სუარესისა და დარვინ ნუნიესის თანაგუნდელი იყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები