სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერიკ ტენ ჰაგმა სეზონის სტარტზე მანჩესტერის თამაში შეაფასა.
გუშინ წითელი ეშმაკები ლივერპულთან საკუთარ კედლებში 0:3 დამარცხდნენ.
„მე ჰარი პოტერი არ ვარ და ეს ყველამ უნდა გაიაზროთ.
სამი ფეხბურთელი სასტარტოში პირველად გამოჩნდა. მანუელ უგარტეს ერთი წუთიც კი არ უთამაშია, მას ფორმა ააქვს აღსადგენი, რის შემდეგაც ნელ-ნელა შემადგენლობაში შემოვიყვანთ. დარწმუნებული ვარ, ის გუნდს დაეხმარება. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება, შესაძლოა თვეც კი.
ბევრი ფიქრობს, რომ გუნდი ორი წელია ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს...
მე სიტუაციას სხვაგვარად გხედავ. ასე რომ იყოს, ტიტულებს ვერ მოვიგებდით და დიდ მეტოქეებს ვერ დავამარცხებდით. დღეს არ მინდა დადებით მომეტებზე ლაპარაკი, ეს ჩვენთვის და ჩვენი ქომაგებისთვის მტკივნეული მარცხია.
სეზონის მხოლოდ მე-3 მატჩი იყო. ამის ახსნა უკვე ბევრჯერ მომიწია. გუნდი ახლიდან გვაქვს ასაშენებელი და აუცილებლად ყველაფერი კარგად გვექნება, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს, კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსი გვექნება.“ - აღნიშნა ნიდერლანდელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები