Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუის სუარესმა პრესკონფერენციის საშუალებით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მან სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
37 წლის თავდამსხმელისთვის 7 სექტემბერს პარაგვაისთან მატჩი ურუგვაის ნაკრების მაისურით ბოლო იქნება.
"რთულია, მაგრამ მშვიდად ვარ იმის გამო, რომ ბოლო მატჩამდე ყველაფერი გავიღე და ეს ცეცხლი ბოლომდე არ ჩამქრალა.
ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა მქონდა, მაგრამ ყოველთვის დავბრუნდი. არ ვიცი საიდან, მაგრამ აღმომაჩნდა მენტალური სიძლიერე და რაც დავისახე, ყველაფერს მივაღწიე." - განაცხადა ურუგვაის ნაკრების ლეგენდამ.
ლუის სუარესმა ეროვნულ გუნდში 142 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა, რითიც ურუგვაის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
თავდამსხმელს ნაკრებთან ერთად ტიტულიც აქვს მოგებული. სუარესი 2011 წელს კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები