სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა პარკ დე პრენსზე იტალიას უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში მატჩისდ დაწყებისთანავე გაიხსნა. მე-13 წამზე ბრედლი ბარკოლამ ჯოვანი დი ლორენცოს შეცდომით ისარგებლა და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
30-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ და დიდხნიანი დისკვალიფიკაციიდან დაბრუნებულმა სანდრო ტონალიმ ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ინტერის მარცხენა მცველმა შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
ისევე სწრაფად ვერა, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში უკვე იტალიელებმა მოახერხეს წინ გასვლა. მატეო რეტეგის პასის შემდეგ დავიდე ფრატეზიმ დააწინაურა სტუმრები. 74-ე წუთზე კი დესტინი უდოჯის საგოლე პასის შემდეგ ჯაკომო რასპადორიმ გახადა სხვაობა ორბურთიანი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. საფრანგეთი საკუთარ მოედანზე 1-3 დამარცხდა.
იტალიის ნაკრებმა პარიზში საფრანგეთი 1954 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. მას შემდეგ 70 წელი გავიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები