Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"რა თქმა უნდა, გამარჯვებას თავდაჯერება მოაქვს და ეს მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ფიზიკურად ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვართ. მეორე ტაიმში შედარებით რთული იყო ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და უკეთესი რეალიზაციის შემთხვევაში შედეგიც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.
ახლა, ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. კიდევ 9 დღე გვაქვს მოსამზადებლად და სამუშაოდ. ევროპის ჩემპიონატიდან დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. მომავალი მნიშვნელოვანია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, რომ ასეთი დონის ტურნირზე თამაში მათ და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს".
საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გამგზავრების წინ მონტენეგრო პოდგორიცაში 1-3 დაამარცხა.
სანიოლის გუნდი პირველ მატჩს ევრო 2024-ზე 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ დორტმუნდში გამართავს.
წყარო: nakrebi.ge
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
12 საათის წინ
19 საათის წინ
16 საათის წინ
18 საათის წინ