Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისის ოფიციალური გვერდის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, საბა კვირკველიამ დინამო თბილისთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.
ქართველი მცველი 2-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 2022 წელს ის გაგრაში ასპარეზობდა, შემდეგ 1 სეზონი აზერბაიჯანულ ნეფთჩიში გაატარა, გასულ სეზონში კი არაბული ალ-ახდუდის ღირსებას იცავდა.
კვირკველიას საქართველოს ნაკრებში 59 მატჩი აქვს ჩატარებული.
დინამო თბილისში კიდევ ერთი სატრანსფერო სიახლეა. გუნდი დატოვა გიორგი მოისწრაფიშვილმა, რომელიც კარიერას უკრაინულ კოლოსში გააგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები