Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩში ლისაბონში პორტუგალიამ შოტლანდიას უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. სტუმრები სკოტ მაკტომინეიმ დააწინაურა. პირველი ტაიმი შოტლანდიელების გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოახერხეს თამაშის სცენარის შემოტრიალება. 54-ე წუთზე რაფა ლეაოს პასის შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა.
88-ე წუთზე კი მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშში ჩართულმა კრიშტიანუ რონალდუმ ნუნუ მენდეშის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარისკენ გადაგზავნა და კარიერაში 901-ე გოლი გაიტანა, რომლითაც პორტუგალიამ ესტადიო და ლუჟზე 3 ქულა მოიპოვა.
ამავე ჯგუფში ჩატარებულ მეორე მატჩში ხორვატიამ პოლონეთი ლუკა მოდრიჩის ჯარიმიდან გატანილი გოლით დაამარცხა.
2 ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით პორტუგალია ლიდერობს, ხორვატიასა და პოლონეთს 3-3 ქულა აქვთ, შოტლანდია კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები