Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ განმარტა, რომ 1000 გოლის გატანა მიზნად დასახული არ აქვს.
„გულწრფელი ვიქნები. მართლა გგონიათ, რომ 901-ე ან 902-ე გოლზე ვღელავ, როცა 899 მაქვს გატანილი? იმდენად ბევრი გოლი მაქვს, რომ უკვე აღარ ვფიქრობ ამაზე, ახლა კი არა, საკმაოდ დიდი ხანია.
ჯერ კიდევ ვიღებ სიამოვნებას თამასისგან, შეჯიბრებისგან და მთავარი სწორედ ეს არის. რაც შეეხება გოლებს - ხან გაიტან, ხან ააცელ, ზოგჯერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებ თავის გამოჩენას, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია.
ციფრებს რომ გადავხედოთ, მარტივი ჩანს, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი გააჩნია და გარკვეულ გარჯასაც მოითხოვს. 1000 გოლამდე სანამ მივაღწევ, მინდა 900-მდე ავიდე. იმედი მაქვს, ამ ნიშნულს მართლაც გადავაბიჯებ, მაგრამ ის, რომ ეს ჩემი მიზანია - ხუმრობით ვთქვი.
საქმეს უფრო მარტივად უნდა მიუდგე, რათა გოლებით შეპყრობილი არ იყო. ყველაფერი თავისით მოვა, ხოლო თუ არ გამოვიდა - არაუშავს, 900 გოლიც არც ისე ცუდია." - აღნიშნა პორტუგალიის ნაკრების და ალ ნასრის ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები