26 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-4 ტურში ფინეთის ნაკრებმა ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე ინგლისი მიიღო. მატჩის მთავარი არბიტრი ქართველი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას ასევე ქართველი მსაჯები უწევდნენ.
მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე ჯეკ გრილიშმა გახსნა და სტუმრებს პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.
74-ე წუთზე ტრენტ ალექსანერ-არნოლდმა საჯარიმო დარტყმიდან შეძლო გოლის გატანა და ინგლისელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
84-ე წუთზე დეკლან რაისმაც შეძლო თავის გამოჩენა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, თუმცა 87-ე წუთზე პრესტიჟის გოლით საბოლოო ანგარიში არტუ ჰოსკონენმა დააფიქსირა (1-3).
გიორგი ყრუაშვილის შეხვედრაში ბევრჯერ ჩარევა არ მოუწია. ქართველმა სულ 14-ჯერ დააჯარიმა მოთამაშეები, ბარათი კი საერთოდ არ გამოუყენებია.
B ლიგის მე-2 ჯგუფში ინგლისის ნაკრები 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-2 ადგილზეა და პირველადგილოსან საბერძნეს 3 ქულით ჩამორჩება.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები