Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ახალ გუნდებში დებიუტის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ჩემპიონატში მორიგ მატჩებს გამართავენ.
პირველ შეხვედრაში რენთან განადგურების შემდეგ ლიონი საკუთარ მოედანზე მონაკოს მიიღებს, რომელიც გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონია. მიქაუტაძის კონტექსტში ეს საინტერესო დაპირისპირებაა, რადგან სწორედ მონეგასკებს უთხრა უარი ქართველმა ოლიმპიკში გადასვლის სანაცვლოდ.
გიორგი პირველ ტურში წარუმატებელი თამაშის შემდეგ შეეცდება ხასიათი გამოისწოროს და ლიონის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანოს, ოლიმპიკს მონაკოსთან თამაშში კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტიც უბრუნდება. შეხვედრა 19:00-ზე დაიწყება.
ლაკაზეტი: "გიორგი ხარისხიანი მოთამაშეა"
დღის ბოლო შეხვედრაში უმაღლეს დივიზიონში ახლად დაბრუნებული სენტ-ეტიენი ლე ავრს მიიღებს. პირველ ტურში მწვანეები სწორედ მონაკოსთან დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით (1-0).
პირველ საგოლე მოქმედებას ველით ზურიკო დავითაშვილისგან, რომელმაც წინა შეხვედრაში ასისტი გააკეთა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა.
ლე ავრი პირველ ტურში პსჟ-სთან დამარცხდა 1-4 და მათაც ეს შეხვედრა რეაბილიტაციისთვის ესაჭიროებათ. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები