სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული გამოსვლა გრძელდება.
დღეს პარაძიუდოში საქართველოს სახელით 2 წარმომადგენელი წარსდგა. ქალთა -70 კგ. წონით კატეგორიაში 1/4 ფინალიდან ასპარეზობა დაიწყო ინა ქალდანმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩინელი იუ ვანგი იყო. ქართველი ჩინელთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა. მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში ინას მეტოქე ყაზახი აიალა მერეკე იყო, რომელიც ვაზარით დაამარცხა და კარიერაში მე-2 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ინა ქალდანი ტოკიო 2020-ის ვერცხლის პრიზიორია.
კაცთა -73 კგ. წონით კატეგორიაში ასევე 1/4 ფინალური ეტაპიდან ჩაერთო გათამაშებაში გიორგი ქალდანი, რომელმაც რუმინელი დანიელ ვარგოჩკი იპონით დაამარცხა, 1/2 ფინალში ქართველის მეტოქე უზბეკი უჩკუნ კურანბაევი იყო, რომელსაც ასევე იპონით სძლია და პარალიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე იაპონელი იუჯირო სეტო იყო. ქართველმა ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ინა და გიორგი ქალდანები ცოლ-ქმარი არიან და მათი ამბავი ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია.
გიორგი და ინა ქალდანმა პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციას მე-6 და მე-7 მედალი მოუპოვეს - ანა ჯაფარიძე (ბრინჯაო), გიგა ოჩხიკიძე (ოქრო), ნინო თიბილაშვილი (ბრინჯაო), ვლადიმერ ჭინჭარაული (ვერცხლი), ზურაბ ზურაბიანი (ვერცხლი), გიორგი ქალდანი (ვერცხლი), ინა ქალდანი (ბრინჯაო).
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები