Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენმა გალათასარაიში იჯარით გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
ასევე ოსიმენი ითხოვს, რომ მისი გამოსასყიდი თანხა ნაპოლიში 130 მილიონი ევროს ნაცვლად 75 მილიონი გახდეს. ამასთან თავდამსხმელს სურს, რომ იანვარში ტოპ კლუბების ვარიანტების გამოჩენის შემთხვევაში ტრანსფერის უფლება მიეცეს.
გალათასარაიმ ნაპოლისთან შეთანხმებას უკვე მიაღწია ვიქტორ ოსიმენის ერთწლიანი იჯარით დამატებასთან დაკავშირებით.
31 აგვისტოს ჩათვლით, სანამ პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ღია იყო, თავდამსხმელის გადაბირებაზე ჩელსი მუშაობდა, თუმცა გარიგება არ შედგა, ტრანსფერი არ გამოვიდა არაბული ალ აჰლის შემთხვევაშიც, ნაპოლიში კი ოსიმენი მთავარი გუნდის მოთამაშედ აღარ განიხილება.
პარტენოპეიში დარჩენის შემთხვევაში ნიგერიელს ზამთრამდე უქმობა ემუქრება. ოსიმენს ნაპოლისთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები