სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონაში დარჩენის გადაწყვეტილებამდე, ჩავი ერნანდესი მსურველებს ეუბნებოდა, რომ ერთი წლით დასვენება სურს.
Relevo-ს ცნობით, ბარსელონადან წასვლის გამოცხადების შემდეგ, ჩავის მიმართ ინტერესი მანჩესტერ იუნაიტედმა და აიაქსმა გამოთქვეს.
De Telegraaf უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ესპანელი ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელობასთან პირველი მოლაპარაკების შემდეგ კმაყოფილი დარჩა და პროექტი მოეწონა, თუმცა საბოლოოდ განაცხადა, რომ ბარსელონას შემდეგ ერთი წლით დასვენება უნდოდა.
ნიდერლანდური კლუბი ძალიან გაკვირვებული დარჩა იმით, რომ საბოლოოდ, ჩავიმ გადაიფიქრა და ბარსელონაში დარჩენა გადაწყვიტა.
თუმცა, Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო გვეუბნება, რომ ჩავის თავდაპირველი იდეა მართლაც დასვენება იყო და მხოლოდ ჟოან ლაპორტამ შეძლო მისთვის აზრი შეეცვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები