მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად არნე სლოტის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
45 წლის სპეციალისტი მერსისაიდული კლუბის ისტორიაში პირველი ნიდერლანდელი მწვრთნელი იქნება.
კლუბის თქმით, მხარეები უახლოეს პერიოდში საბუთების საკითხს მოაგვარებენ და სლოტი გუნდთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
საინტერესოა, რომ ლივერპულმა სახელწოდება "მთავარი მწვრთნელი" გამოიყენა და არა "მენეჯერი", როგორც ამას ბოლო წლებში ინგლისში აკეთებენ. პრესაშიც აქტიურად იწერება, რომ ნიდერლანდელი მხოლოდ კლუბის სპორტულ საკითხებს ჩაიბარებს, ტრანსფერებს და სხვა საკითხებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ჩაიბარებენ.
სლოტმა ფეიენოორდში 2021-2024 წლებში იმუშავა და გუნდს 2023-ში ქვეყნის ჩემპიონობა მოუტანა და ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ამ სეზონში როტერდამულმა კლუბმა მისი მეთაურობით ქვეყნის თასი მოიგო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ