Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულის ოფიციალური განცხადებით ფედერიკო კიეზა კლუბის ახალი ფეხბურთელია.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლივერპულის მოთამაშე გავხდი. როცა რიჩარდ ჰიუზმა (სპორტული დირექტორი) დამირეკა და მკითხა: "გინდა ლივერპულში გადმოხვიდე?" - მაშინვე დავთანხმდი, რადგან ვიცი ამ კლუბის ისტორია, ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ." - განაცხადა იტალიელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
კიეზა ლივერპულს იუვენტუსიდან 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მერსისაიდელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფედერიკოს გადაბირებით ბარსელონაც ინტერესდებოდა, თუმცა კატალონიელების ინტერესი ინტერესად დარჩა.
იტალიელი ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ინგლისური კლუბის მეორე შენაძენია. წითლებმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურეს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი, რომელიც ლივერპულს მომდევნო წელს შეუერთდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები