სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯესი ლინგარდი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.
საფეხბურთო კლუბმა სეულმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 31 წლის მოთამაშე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მხარეებმა ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერეს.
"ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ სეულმა დიდი ვნება დამანახა და ფურცელზე კონკრეტული შეთავაზება გამიკეთა, სხვა კლუბები კი ვერბალურად მეკონტაქტებოდნენ. მე ფეხბურთზე ვიქნები ფოკუსირებული, ჩემს პირად ამბებს ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია." - განაცხადა ინგლისელმა ფეხბურთელმა.
ლინგარდის კარიერა აქამდე მხოლოდ ინგლისურ კლუბებს მოიცავდა: მანჩესტერ იუნაიტედი, ლესტერი, ბირმინგემი, ბრაიტონი, დერბი ქაუნთი, ვესტ ჰემი და ბოლოს ნოტინგემი.
კომენტარები