სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანუელ ნოიერმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს ამცნო, რომ მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.
38 წლის მეკარემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშებს.
"დღეს ჩემი კარიერა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში სრულდება. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ადვილი არ ყოფილა. ჩემი დებიუტი 15 წლის წინ შედგა და მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. ჩვენ ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა გვქონდა. გამორჩეული მომენტი აშკარად ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონობა იყო. როცა უკან ვიხედები, ვამაყობ, რომ ჩემს გუნდელებთან ერთად ვიდექი და 7 წელი კაპიტანი ვიყავი. ტრავმიდან დავბრუნდი და სახლში ევროზე ვითამაშე.
მინდა მადლობა გადავუხადო ნაკრების თანამშრომლებს, განსაკუთრებით მწვრთნელებს. ვინც გვერდში მედგა - ჩვენ ოჯახი ვიყავით. ასევე გუნდელებს, ვისთან ერთადაც ვარჯიში და თამაში სახალისო იყო. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენთან იყვნენ. გერმანიის ეროვნული გუნდის მაისურის ტარება მიყვარდა. მადლობა ყველას." - განაცხადა გერმანელმა ლეგენდამ.
ნოიერის დებიუტი ბუნდესნაკრებში 2009 წელს შედგა და მას შემდეგ 15 წელი გერმანელთა კარს იცავდა. მანუს ნაკრებში 124 მატჩი დაუგროვდა.
ლეგენდარული მეკარე 2014 წელს გერმანიის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, თავად კი იმ ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
ნოიერისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი ევრო 2024 აღმოჩნდა, რომლის შემდეგ სანაკრებო კარიერა ტომას მიულერმა, ილქაი გიუნდოგანმა და ტონი კროოსმაც დაასრულეს. ამ უკანასკნელმა საერთოდაც ბუცები ჩამოკიდა ლურსმანზე.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები