სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი გაანადგურა.
მატჩი მიხეილ მესხზე გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
თამაშის სტარტზე ჩეხები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე მოპოვებული პენალტი უზადოდ შეასრულა და საქართველოს ნაკრებს პირველი ტაიმი მოაგებინა.
შესვენების შემდეგ, კონტრშეტევაზე გაქცეულმა ჩაკვეტაძემ საქმე ბოლომდე პირადად მიიყვანა და 53-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.
63-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილის საჯარიმოში ჩაწოდებას საჯარიმოში გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახადა.
კიდევ სამ წუთში ნაკრების მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, რომელმაც ულამაზესი კომბინაცია და ჩაკვეს პასი თავური დარტყმით დააგვირგვინა.
შოკში ჩავარდნილი ჩეხები ვერაფერს გვიპირისპირებდნენ, ვილი სანიოლმა კი 4 ბურთით დაწინაურების შემდეგ ოთხმაგი ცვლილება განახორციელა.
მე-80 წუთზე კალვაჩმა შორეული დარტყმით მამარდას კარის აღება მაინც მოახერხა და პრესტიჟის გოლი გაიტანა.
საქართველომ ულამაზეს სტილში მოახერხა ერთა ლიგის B დივიზიონში თავისი სადებიუტო მატჩის მოგება და პირველი ტურის შემდეგ ლიდერობა პრაქტიკულად გაინაღდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები