სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მორიგი სანაკრებო მატჩების წინ საინტერესოა მდგომარეობა საქართველოს ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში, სადაც ნაკრების მოქმედ მოთამაშეებს შანსი აქვთ სიაში წინ წაიწიონ.
მოგეხსენებათ, ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა, რომელსაც 62 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი, მეორე ადგილზე თემურ ქეცბაიაა, რომლის ანგარიშზეც 52 შეხვედრაში 17 გოლია.
უახლოესი დროის საკითხია, რომ ქეცბაიას შედეგი გამეორდეს და მეტიც გაუმჯობესდეს. სიაში მე-3 ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა 34 მატჩში გატანილი 16 გოლით.
ეროვნულ ნაკრებში გატანილი შემდეგი გოლით ხვიჩა ქეცბაიას გაუთანაბრდება, 2 გოლის გატანის შემთხვევაში კი ის ერთპიროვნულად გადაინაცვლებს მე-2 ადგილზე, წინ კი მხოლოდ შოთა არველაძე იქნება.
სიაში მე-4 ადგილს ალექსანდრე იაშვილი იკავებს, რომლის ანგარიშზეც 69 მატჩში 15 გოლია. მე-5 კი 29 თამაშში გატანილი 13 გოლით გიორგი მიქაუტაძეა, რომელსაც ასევე შანსი აქვს, რომ იაშვილი უკან მალე ჩამოიტოვოს და თავადაც დაემუქროს ქეცბაიას შედეგს.
რაც შეეხება ნაკრების სხვა მოთამაშეებს, ბომბარდირთა ათეულთან ახლოს არიან ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელთაც 8-8 გოლი აქვთ გატანილი ეროვნული გუნდის მაისურით, მე-10 ადგილზე ჯაბა კანკავაა 10 გოლით.
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ალბანეთს ესტუმრება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები