სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
27 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ დღეს, 7 სექტემბერს, კიდევ ერთი მედალი პარაძიუდოში მოიპოვა.
ფინალურ ბლოკში მედლისთვის ორი ქართველი იბრძოდა - თავიდან ყიზილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ დავურხონ კარომატოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.
მოგვიანებით კი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის რევაზ ჩიკოიძემ იჭიდავა, რომლის მეტოქეც თურქი იბრაჰიმ ბოლუკბაში იყო.
სამწუხაროდ, გამარჯვების მოპოვება ვერც ჩიკოიძემ მოახერხა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საქართველოსთვის ეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მერვე მედალია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები