Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში -97 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გივი მაჭარაშვილი წარსდგა.
ქართველი ფალავანი ფინალში ბაჰრეინელ ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდა. მეტოქემ ბრძოლაში გამარჯვება დროზე ადრე მოიპოვა, მოწინააღმდეგე ბოჭვაზე დაიჭირა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ქართველმა კი სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
27 წლის სპორტსმენმა საქართველოს დელეგაციას პარიზში მე-7 მედალი მოუტანა - 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
ქართველმა ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც სამხრეთ აფრიკელ ნიკოლაას იოჰანეს დე ლანგეს დაუპირისპირდა. მაჭარაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე 12-2 დაამარცხა.
1/4 ფინალში ქართული დაპირისპირება შედგა, მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე იყო. მაჭარაშვილმა მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა, საბოლოო ანგარიშად 11-0 დაფიქსირდა.
ქართველის მეტოქე 1/2 ფინალში აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი იყო. მაჭარაშვილმა დანარჩენი ბრძოლების მსგავსად ეს შეხვედრაც დამაჯერებლად ჩაატარა და ძლიერი მეტოქე 5-0 დაამარცხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები