მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედმა დაადასტურა, რომ ოლდ ტრაფორდზე გატარებული სამი სეზონის შემდეგ, რაფა ვარანი კლუბს ტოვებს.
კლუბის მაისურით ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა 93 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2023 წელს გუნდთან ერთად კარაბაო თასის მოგება მოახერხა.
31 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერის მაისურით ორი გოლის გატანა მოახერხა, ცალკეულად პრემიერ ლიგაში კი 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 58 შემთხვევაში სასტარტოში მოხვდა.
მხარეებს კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივება შეეძლოთ, თუმცა ამის გაკეთება არ მოისურვეს და ვარანი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
მანჩესტერი თავის განცხადებაში ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ