მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედმა მთავარ მწვრთნელად შესაძლოა თომას ფრანკი დანიშნოს.
ბრენტფორდის დანიელი სპეციალისტი ტენ ჰაგის გაშვების შემთხვევაში მანკუნიანელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება, იტყობინება გამოცემა The Telegraph.
იუნაიტედს ტენ ჰაგის მომავალზე გააწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ხელმძღვანელობას ფრანკის ვარიანტი ძალიან მოსწონს - წარსულში მასთან დეივიდ ბრეილსფორდი თანამშრომლობდა, რომელიც ემიუს მინოტარული აქციონერის, კომპანია Ineos-ის დირექტორია.
მანკუნიანელებს სურთ, რომ მთავარი მწვრთნელი უშუალოდ გუნდთან მუშაობაზე იყოს პასუხისმგებელი. სხვა საკითხებს, მაგალითად ისეთებს, როგორიც ტრანსფერეია, დირექტორები დენ ეშოურტი და ჯეისონ უილკოკსი გადაიბარებენ.
იუნაიტედი ეძებს მწვრთნელს, რომელიც კლუბში ახალი პროექტის მშენებლობას შეუდგება და არა დროებითი, თუნდაც ვარსკვლავური სპეციალისტი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ