სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
9 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის კარაბაო თასის 1/8 ფინალში მანჩესტერმა საკუთარ მოედანზე ლესტერი გაანადგურა.
შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც გუნდმა ერიკ ტენ ჰაგის გაშვების შემდეგ ჩაატარა - მატჩზე მანჩესტერი დროებითმა მწვრთნელმა, რუუდ ვან ნისტელროიმ გაიყვანა, რომლისთვისაც დიდი შანსია ეს ამავდროულად ბოლო მატჩიც ყოფილიყო.
პირველ ტაიმში მაყურებელმა 6 გოლი იხილა - კაზემირომ დუბლი შეასრულა (განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი გამოვიდა), თითო გოლი კი ბრუნომ და გარნაჩომ შეაგდეს. ლესტერის რიგებში გოლები ალ ხანუსმა და კოადიმ გაიტანეს - 4:2.
მეორე ნახევარში კი წერტილი ბრუნომ დასვა, რომელმაც ასევე დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, მანჩესტერმა მხიარულ თამაშში იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც დიდი ალბათობით მას უკვე ახალი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი გაიყვანს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები