Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოლიმპიადის მე-2 წრეში ლეგენდარული ჩოგბურთელების, ნოვაკ ჯოკოვიჩის და რაფა ნადალის დაპირისპირება ვიხილეთ.
მატჩი 1 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა და სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 6:1 6:4 დასრულდა.
პირველი სეტი უბრძოლველი გამოვიდა - ნადალმა თავისი პირველი გეიმი მხოლოდ 0:5-ზე მოიგო და ამის შემდეგ, ნოვაკს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.
მეორე სეტში ჯოკოვიჩი 4:0-ს იგებდა და ყველაფერი მარტივი გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა ნადალმა ძალები მოიკრიბა და სეტში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა მას შემდეგ, რაც ზედიზედ 4 გეიმი მოიგო.
თუმცა, ამით ნადალის წარმატებები ამ შეხვედრაში დასრულდა - მე-9 გეიმში სერბმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, მომდევნო გეიმში კი მატჩზე წარმატებით მოაწოდა და რაფასთან ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაში უპირატესობა გაიზარდა - 31:29.
ამ მარცხით ნადალი ოლიმპიადის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა, ჯოკოვიჩი კი მესამე წრეში გერმანელი კოეპფერისა და იტალიელი არნალდის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები