Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სხვადასხვა საკითხე მედიასთან ისაუბრა.
"3 წლის წინ კლუბი სარისკო სიტუაციაში და უკონტროლოდ იყო. ჩვენ ვიმუშავეთ ეკონომიკურ საკითხებზე და ახლა ფინანსურად და სპორტულად უკეთესი მდგომარეობაა.
ჰანსი ფლიკს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ჩვენი ძალიან ბედნიერები ვართ შემადგენლობით. ვხედავთ, რომ ლა მასია ჩვენი პროექტის ფუნდამენტია. ასევე კმაყოფილი ვართ დეკუთი. მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია ჰანსი ფლიკის მოყვანაშიც.
დანი ოლმოს მოსვლა ადასტურებს იმას, რაც რამდენიმე თვის წინ ვთქვი. ბარსა მზად იყო მაღალი დონის კონტრაქტების მქონე მოთამაშეების დასამატებლად.
შემადგენლობის დაგეგმვა სხვანაირად გადავწყვიტეთ ფელიქსი და კანსელო ჩვენთან იჯარით იყვნენ და სხვა გუნდებში გადავიდნენ, ეს ნორმალურია.
გიუნდოგანი მხოლოდ სპორტული მიზეზების გამო წავიდა გუნდიდან. დანი ოლმოს მოსვლასთან ერთად ილქაის როლი გამოკვეთილი აღარ იყო, რადგან ისინი მსგავს პოზიციებზე თამაშობენ. ის ბრწინვალე ადამიანი და მოთამაშეა.
ჩვენ არ დაგვიგეგმავს რონალდ არაუხოსა და ანდრეას კრისტენსენის გაყიდვა ამ ზაფხულში.
მინდა, განსაკუთრებით ვახსენო ლევანდოვსკიც, რომელიც კლუბის ერთგული მოთამაშეა. როცა მან გაიგო, რომ ფინანსური ფეარ პლეის გამო მოთამაშეების რეგისტრაციისთვის პრობლემები გვქონდა, გვითხრა, რომ კლუბის დასახმარებლად კონტრაქტის პირობებს შეიმცირებდა." - განაცხადა ლაპორტამ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები