Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
28 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
26 წლის სტივენ ბერგვაინმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის ალ იტიჰადში ოფიციალურად გადავიდა, ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს უპასუხა.
ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, კუმანმა ბერგვაინს გადაწყვეტილება დაუწუნა და აღნიშნა, რომ ასეთ ასაკში საუდის არაბეთში წასვლის გამო, ფეხბურთელისთვის ნაკრების კარი დაიკეტა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ფულის საშოვნელად მიდიან.
"რონალდ კუმანის გუნდში თამაში ისედაც აღარ მინდოდა. არ ვითამაშებ იმ კაცთან, ვინც საჯაროდ ასე შემარცხვინა.
შეეძლო დაერეკა, ისტორიის ჩემი მხარე მოესმინა. როგორ შეიძლება პრესაში ასეთი რაღაც თქვა ისე, რომ მე არც კი დამელაპარაკო?
რატომ წავედი საუდის არაბეთში? რა თქმა უნდა, ფინანსურად ძალიან გავუმჯობესდები, ტყუილის თქმას არ ვაპირებ. თუმცა, სპორტული მხარეც საინტერესოა.
მაგალითად: ბენზემას, კანტეს, ფაბინიოს, დიაბის და პერეირას გვერდით ვითამაშებ. ძალიან მიხარია, რომ მათი თანაგუნდელი ვიქნები." - აღნიშნა ბერგვაინმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები