Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავზე, ფრენკი დე იონგზე ისაუბრა.
ფეხბურთელი 22 აპრილის შემდეგ ტრავმირებულია, ევრო 2024-ც გამოტოვა და სეზონის დასაწყისში ჯერ არც უთამაშია. იწერება, რომ თუ ის ოპერაციას არ გაიკეთებს, 100%-ით ფორმის აღდგენას ვეღარასდროს შეძლებს.
„დე იონგზე ძალიან ვღელავ, უკვე ზედმეტად დიდი დრო გავიდა.
ის უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მწყობრში, ტერფი კვლავაც დაზიანებული აქვს და ფრენკის სურს, დრო სათავისოდ გამოიყენოს და გამოჯანმრთელდეს." - აღნიშნა კუმანმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები