მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ფინალზე ისაუბრა, რომელშიც 1 ივნისს მადრიდის რეალი დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება.
„მოუთმენლად ველოდები. ეს ყველაფერი ბევრჯერ გვაქვს გამოვლილი და ვიცით, რაც გველოდება. დიდებული კვირაა, შეიძლება უკეთესი არც იყოს. გამიმართლა რომ ისეთ გუნდში ვარ, რომელმაც ამხელა წარმატებებს მიაღწია. მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ, მაგრამ პიროვნებებზე გადასვლა არ მიყვარს. გუნდის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ვხედავ, რომ ყველა გახარებულია და თამაშს მოუთმენლად ელოდება. შაბათს გველის თამაში მეტოქესთან, რომელსაც ყველას გაკვირვება შეუძლია.
რთული თამაში გველოდება. ბორუსიას თამაშებს ვუყურე და მათ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ამ გუნდს დაცვაში თამაში კარგად აქვს დალაგებული და კონტრშეტევებზე სწრაფად გადადის.
გერმანული გუნდების დამარცხება ყოველთვის რთულია. ამ სეზონში ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ყველა გუნდს ვეთამაშეთ. გაიხსენეთ, ლაიფციგმა როგორ გაგვირთულა ცხოვრება.
ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება რეალის მაისურით. დამშვიდობება ორი დღის წინ მქონდა და ახლა ყველაფერი უკან მრჩება. ამაზე ფიქრს არ ვაპირებ, იმიტომ რომ წინ უმნიშვნელოვანესი თამაშია და ახლა თავში ფინალის გარდა სხვა ფიქრი არც გამაჩნია. საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, მხოლოდ გამარჯვებაზე." - აღნიშნა კროოსმა რეალის ტელევიზიასთან საუბარში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
1 დღის წინ
19 საათის წინ
2 დღის წინ
1 დღის წინ